ცესკოს თავმჯდომარემ
გიორგი კალანდარიშვილმა
საზღვარგარეთ საარჩევნო
უბნების გახსნის პროცესზე
ისაუბრა.მისივე თქმით,
რამდენიმე წუთის წინ
ცესკოში დასრულდა სხდომა,
რომელიც სხვადასხვა
სახელმწიფოში საარჩევნო
უბნების შექმნის საკითხს
განიხილავდა.
კალანდარიშვილმა აღნიშნა,
რომ საზღვარგარეთ 60 უბანი
შეიქმნა.„საუბარია, 40
სახელმწიფოს 53 ქალაქში, 60
საარჩევნო უბნის შექმნაზე.
კომისიამ გადაწყვეტილება
მიიღო საგარეო საქმეთა
სამინისტროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე. ეს ინფორმაცია
ეხებოდა საარჩევნო
უფლების მქონე 65 ათასზე
მეტი, საკონსულო
აღრიცხვაზე მყოფი პირის
მონაცემებს. შესაბამის
ლოკაციებზე 50-ზე მეტი იყო
ასეთი ამომრჩეველი.
შესაბამისად, კომისიამ
იმოქმედა კანონმდებლობის
სრული დაცვით და გასული
წლების მსგავსად
გადაწყვეტილება მიიღო,
რომლის თანახმადაც
შეიქმნა ეს უბნები. ასევე
ამავე სხდომაზე ჩვენ
გვქონდა შესაძლებლობა,
გამოგვეცხადებინა
შესაბამისი კონკურსი,
რომელიც ითვალისწინებს
აღნიშნულ 60 ლოკაციაზე
კომისიების
დაკომპლექტებას, რათა
დროულად განხორციელდეს,
კანონით გათვალისწინებულ
ვადებში და შესაძლებელი
იყოს სათანადო სერვისების
მიწოდება“, - განაცხადა
კალანდარიშვილმა.