2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, სადაც
განსახილველი საკითხებია
მედიისა და გამოხატვის
თავისუფლების უხეში
დარღვევის ფაქტები,
კომისიის წევრები
ჟურნალისტ გიორგი
იაკობაშვილს
უსმენენ.იაკობაშვილი
საუბარში 2011 წლის მოვლენებს
იხსენებს, როდესაც სოროსის
ფონდის ხელმძღვანელმა,
ქეთი ხუციშვილმა შეუთვალა,
რომ იქნებოდა გრანტები,
თუმცა, იაკობაშვილის თქმით,
„მისცეს სხვას, ვისაც
საერთოდ არ სჭირდებოდა“.„2011
წლის მარტია, სახლებიდან
ვმუშაობთ, როდესაც სოროსის
ფონდის ხელმძღვანელმა
ქეთი ხუციშვილმა ვიღაცის
პირით შემომითვალა, რომ
ჩვენთან ახლა იქნება
გრანტები, კერძოდ, 8 ათასი
დოლარის ფარგლებში
დავაფინანსებთ ოფისის
ქირას, საოფისე ავეჯს და
ტექნიკას, რაც ჩვენ არ
გვქონდა. გამიკვირდა, რომ
სოროსის ფონდის მხრიდან
ასეთი შემონათვალი იყო,
თუმცა, რადგან იყო, ავდექით,
დავწერეთ პროექტი და
მისცეს სხვას, ვისაც
საერთოდ არ სჭირდებოდა ეს
ამბავი და შემდეგ დავურეკე
ზვიად ქორიძეს, რომელიც იყო
ბორდის წევრი და მე
ვუთხარი, რა არის მეთქი ეს
და მე რატომ მეუბნებიო,
მედია პროექტების
კოორდინატორი არის ალეკო
ელისაშვილიო. ყველანი
კარგად ვხვდებით, რას
ნიშნავს 2011 წელს სოროსის
ფონდში მედია პროექტების
კოორდინატორის პოსტი. ამ
ადამიანს რა აქვს
სალაპარაკო იმაზე, რომ
დავუშვათ იქ ოპოზიციონერი
ჟურნალისტი იყო ან ზოგადად,
დღეს წარმოადგენს
რაღაცას“-განაცხადა
გიორგი იაკობაშვილმა.