ყოფილმა პოლიტპატიმარმა
გიორგი ზერეკიძემ 2003–2012
წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და
პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და
ყოფილი თანამდებობის
პირების 2003 წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, ციხეში
ყოფნის პერიოდზე და იქ
არსებულ პირობებზე
ისაუბრა."საშინელი კვება
იყო. ერთ-ერთი ექთნისგან
ვიცი, რომ საჭმელში
რაღაცებს გვიყრიდნენ, რომ
უენერგიოდ ვყოფილიყავით.
ძილის პირობები ავჭალაში
იყო, მაგრამ გლდანში ვერ
დაიძინებდი ისეთი ხმები
ისმოდა. ცემის ხმა ისმოდა,
ღრიალი, ზოგს შიშები
ეწყებოდა ღამე და პანიკა
ეწყებოდა. მამაო რომ
მოდიოდა არ გინდოდა, რომ
კამერიდან გასულიყავი.
ისეთი შარი იყო
ადმინისტრაციამდე
გადასვლა, რამდენ
თანამშრომელს შეიძლება
გაევლო და დაენახე და ყველა
რაღაცას
გეტყოდა“-განაცხადა
გიორგი ზერეკიძემ.