გადამიყვანეს ავჭალის
არასრულწლოვანთა
კოლონიაში, იმდენი
არასრულწლოვანი პატიმარი
იყო საქართველოში,
მორიგეობა იყო ძილზე.
ბავშვები იმხელა ზონაში
ვერ ვეტეოდით, გადავსებული
იყო. მარტო ავჭალის
კოლონიაში ვიყავით 280
ბავშვი, - ამის შესახებ
ყოფილმა პოლიტპატიმარმა
გიორგი ზერეკიძემ, 2003–2012
წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და
პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და
ყოფილი თანამდებობის
პირების 2003 წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
განაცხადა.ზერეკიძემ
პატიმრობის წლები, მათ
შორის, "ციხის ბუნტის" დღე
გაიხსენა, რომელიც
პროვოკაციად შეაფასა და
აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიამ
არასრულწლოვანთა კოლონიის
ერთ-ერთ თანამშრომელს ერთ
პატიმარზე ჰკითხა, თუ
დაარტყა, უარის მიღების
შემდეგ კი, თავად ახალაიამ
დაარტყა აღნიშნულ
თანამშრომელს და ამაზე
შემდეგ სამ პატიმარს
დაუმატეს
სასჯელი."ავჭალაშიც
მოგვიწყვეს პროვოკაცია,
როგორც გახსოვთ, 2007 წლის 12
აგვისტო იყო, მოხდა ბუნტი.
მაგ დროს ახალაიაც იყო
შემოსული, იუსტიციის
მინისტრი ქავთარაძეც იყო
შემოსული. ამ ახალიამ
ჰკითხა თანამშრომელს ერთ
პატიმარზე, დაგარტყაო? არა,
არ დაურტყიაო და როგორ არ
დაურტყიაო და თვითონ,
შემოსასვლელ კარში
თანამშრომლების წინაშე
დაარტყა ლაშა ტალახაძეს
[ციხის თანამშრომელს] და
მერე სამ პატიმარს
დაუმატეს სასჯელი.წინა
დღეს სპეცრაზმი იყო
შემოსული და "ზონაში"
შემოსვლა ვერ გაბედეს,
იმიტომ, რომ ბავშვებმა
დავიწყეთ ყვირილი და
ხმაური, ბაჩო ახალაია იქით
იყო, ვერ მოდიდოდა,
იუსტიციის მინისტრი
ქავთარაძე გვესაუბრებოდა
ბავშვებს, ახალაია საერთოდ
არ მოდიოდა ჩვენკენ.მეორე
დღეს რომ გათენდა, დილის
შემოწმება ჩავიარეთ
ჩვეულებრივად და ცოტა
ხანში, კიდევ ერთხელ უნდა
ჩავატაროთ შემოწმებაო,
სტადიონზე ჩაგვიყვანეს,
ზაფხულია, 13 აგვისტო, უცებ
დიდი კარი იღება, მანქანები
და სპეცრაზმი შემოდის და 120
ბავშვი გადაგვიყვანეს
რუსთავის "კრიტში". ოღონდ,
სანამ გადაგვიყვანდნენ,
ციხის მანქანები ხომ
რკინისაა, 6 მანქანა იყო
ეზოში, სახურავი ხომ
გახურებული იყო, ნელ-ნელა
აჰყავდათ ბავშვები. მე
ბოლოსკენ ამიყვანეს და რომ
შევედი შიგნით, ოფლში ედგათ
ბავშვებს ფეხები, საერთოდ,
ჰაერი კი არა, გეგონებოდა,
"დუშიდან" გამოხვედიო. " -
განაცხადა გიორგი
ზერეკიძემ.