2022-2025 წლებში უკრაინელი
ბავშვებზე განათლების
სამინისტროს ხაზით
დახარჯულია 20 მილიონამდე
ლარი, - წერს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე გიორგი
ვოლსკი.როგორც მან აღნიშნა,
უკრაინელი მიგრანტი
ბავშვების სასკოლო
განათლებისათვის
სექტორები გახსნილია 4
სკოლაში, თბილისსა და
ბათუმში, სისტემა 3000-მდე
მოსწავლეს მოემსახურა
სამი სასწავლო წლის
განმავლობაში, ამჟამად კი
საჯარო სკოლებში ირიცხება
2200 მოსწავლე, დასაქმებულია
80-მდე უკრაინელი
მასწავლებელი და ბავშვთა
ფსიქოლოგი.„ცნობისათვის:
უკრაინელი მიგრანტი
ბავშვების სასკოლო
განათლებისათვის
სექტორები გახსნილია 4
სკოლაში, თბილისსა და
ბათუმში.სისტემა 3000-მდე
მოსწავლეს მოემსახურა
სამი სასწავლო წლის
განმავლობაში, საიდანაც
800-მდე მოსწავლემ დაასრულა
მე-11 კლასი ან დაბრუნდა
უკრაინაში. ამჟამად საჯარო
სკოლებში ირიცხება 2200
მოსწავლე. ამათგან 1383
მოსწავლე სწავლობს
უკრაინულ სექტორზე, ხოლო
დანარჩენი - რუსულ
სექტორზე. დასაქმებულია
80-მდე უკრაინელი
მასწავლებელი და ბავშვთა
ფსიქოლოგი.2022-2025 წლებში
უკრაინელი ბავშვებზე
განათლების სამინისტროს
ხაზით დახარჯულია 20
მილიონამდე ლარი“, - წერს
გიორგი ვოლსკი.