მთავარია ობიექტური
შეფასება, მთავარი არის
ნათელი სურათი დაიხატოს
იმისა, თუ რასთან და ვისთან
გვაქვს საქმე და რა ძალები
ებრძვიან საკუთარ
ქვეყანას, - განაცხადა
საქართველოს პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა
გიორგი ვოლსკიმ დროებით
საგამოძიებო კომისიაზე
საუბრისას.„ასე რომ, ეს არ
არის ანგარიშსწორება, ეს
არის მაღალი დონის
ანალიზის საფუძველზე
გასაკეთებელი შეფასებები,
რამაც ქვეყანა საბოლოოდ
სამშვიდობოს უნდა
გაიყვანოს“, - აღნიშნა
ვოლსკიმ.პარლამენტში დღეს
„2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელი" დროებითი
საგამოძიებო კომისიის
რიგით მეორე სხდომა
გაიმართება.