გრანტების მართვის
სააგენტო, რასაკვირველია,
განახორციელებს ისეთ
პროექტებს, რომელიც
ქვეყნისთვის არის კარგი,
რომელიც საზოგადოების
ინტერესებს ემსახურება, -
განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატი გამოეხმაურა
მთავრობის
გადაწყვეტილებას, რომელიც
საზოგადოებრივი
ორგანიზაციების
ინიციატივების
დასაფინანსებლად, ფონდის
შექმნას
ითვალისწინებს.„საქართველოში
უცხოური გრანტებით
არაერთი კარგი პროექტი
განხორციელდა, მაგრამ
როგორც ჩანს, ეს კარგი
პროექტებიც გამოყენებული
იქნა მხოლოდ იმისთვის, რომ
გავლენის რესურსი
გაეძლიერებინათ. ყველა
რესურსი, რომელიც
მიმართულია ხალხისთვის
სასარგებლო ღონისძიებების
განსახორციელებლად,
რასაკვირველია უნდა იყოს
მხარდაჭერილი
ხელისუფლების მხრიდან.
გრანტების მართვის
სააგენტო, რასაკვირველია,
განახორციელებს ისეთ
პროექტებს, რომელიც
ქვეყნისთვის არის კარგი,
რომელიც საზოგადოების
ინტერესებს ემსახურება და
პროექტების განხილვის
თემა ერთ-ერთ საგანგებო
მნიშვნელობის
მიმართულებას წარმოადგენს
ამ სააგენტოსთვის. ასე რომ,
პროექტების განხილვა უნდა
მოხდეს პროფესიონალების
მიერ“, - განაცხადა
ვოლსკიმ.საფინანსო
საბიუჯეტო კომიტეტზე დღეს
„გრანტების შესახებ“
საქართველოს კანონში
შესატან ცვლილებებს
განიხილავენ.