არიან ადამიანები,
რომლებიც ფიქრობენ, რომ
სააკაშვილის მეშვეობით
შეიძლება განხორციელდეს
ის ბოროტი გეგმა, რომელიც
ჩაფიქრებულია. სააკაშვილი
მითუმეტეს ამ გეგმის
ერთ-ერთი შემდგენელი და
ერთ-ერთი ლიდერია, -
განაცხადა პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა
გიორგი ვოლსკიმ.„არიან
ადამიანები, რომლებიც
ფიქრობენ, რომ სააკაშვილის
მეშვეობით შეიძლება
განხორციელდეს ის ბოროტი
გეგმა, რომელიც
ჩაფიქრებულია. სააკაშვილი
მითუმეტეს ამ გეგმის
ერთ-ერთი შემდგენელი და
ერთ-ერთი ლიდერია. ეს არის
ინტერესთა დაკავშირება
კონკრეტული ადამიანებისა,
ვინც საქართველოში არის და
ადამიანისა, რომელიც უნდა
ჩამოვიდეს და ეს
ინტერესები მოიყვანოს
რეალობაში - ეს არის
რევოლუცია”, - განაცხადა
ვოლსკიმ.მიხეილ
სააკაშვილის საქართველოში
უკანონოდ შემოგზავნა, რომ
კონკრეტულ უცხოელ
მაღალჩინოსნებს
უკავშირდება, მოწმეთა
ჩვენებებით დასტურდება,
კიევმა პროკურატურის
მოთხოვნილი ინფორმაცია ამ
დრომდე არ გამოაგზავნა,
სააკაშვილს კი
შესრულებული როლი, მეოთხე
გამამტყუნებელ განაჩენად
დაუჯდა.