განსაკუთრებით 2022 წლიდან,
ევრობიუროკრატია ცდილობს
რომ სალომე ზურაბიშვილი
სათავეში ჩაუყენოს იმ
ჯგუფს, რომელსაც ვერ ერევა
ისე, როგორც ზეთი და წყალი
ვერ ერევა ერთმანეთს, -
განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ გიორგი
ვოლსკიმ.გიორგი ვოლსკიმ
ჟურნალისტებთან გუშინდელ
აქციაზე საქართველოს
ყოფილი პრეზიდენტის,
სალომე ზურაბიშვილის
გამოსვლა
შეაფასა.„დაძაბულობა
შიგნიდან აღარ არის უკვე,
ზედაპირზე რაღაც ფუთ-ფუთია
ადამიანებისა, რომლებიც
ერთმანეთს
უპირისპირდებიან ერთი
მთავარი პრინციპით - რომელი
უფრო მეტი დამანგრეველი
ძალის მქონეა - სააკაშვილი,
გარეთ რომ იყოს და მისი
მიმდევარი ლევან
ხაბეიშვილი თუ სალომე
ზურაბიშვილი, ამ თემასთან
დაკავშირებით არის
მუდმივი კამათი. სალომე
ზურაბიშვილი არის
წარმოდგენილი როგორც
ლიდერი“, - აღნიშნა გიორგი
ვოლსკიმ.ოპოზიციაში
სალომე ზურაბიშვილის
გუშინდელი გამოსვლით
იმედგაცრუებულები არიან.
მმართველი გუნდის აზრით კი,
გუშინ კიდევ ერთხელ
დადასტურდა, რომ ოპოზიციის
ერთიანობა მოჩვენებითი და
ტყუილია.