პარტია
„საქართველოსთვის“ ლიდერი
„ფორმულას“ ეთერში
აღიარებს, რომ ოპოზიციამ
გეგმა ტრამპის
ინაუგურაციამდე უნდა
შეასრულოს. გიორგი
გახარიას თქმით, სწორედ
შეერთებული შტატების
ახალი პრეზიდენტის
ინაუგურაციამდე უნდა
მოესწროს ის, რომ
საქართველოს მთავრობის
ინსტიტუტების ლეგიტიმაცია
არ მოხდეს.„ჩვენ
თანმიმდევრულად მივყვებით
გეგმას, რომელსაც ჰქვია
პირველი ფაზა და მერწმუნეთ,
ეს ფაზა თუ არ დავასრულეთ,
ახლა წლამდე, ყოველი
შემთხვევისთვის აშშ-ში
პრეზიდენტის
ინაუგურაციამდე, იცოდეთ,
რომ შემდეგ უკვე ეს ძალიან
გვიანი იქნება. ამიტომ ახლა
კონცენტრირებულად
ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ
ინსტიტუტების ლეგიტიმაცია
არ მოხდეს“, - განაცხადა
გახარიამ.ცნობისთვის, ამ
ვადებთან დაკავშირებით
მმართველი გუნდი კვირაზე
მეტია საუბრობს.