მინდა გამოვეხმაურო
მედიაში გასულ სიუჟეტს,
რომელიც სვეტიცხოვლის
საკათედრო ტაძრის სამხრეთ
ნაწილში წყლის
ინფილტრაციის პრობლემას
შეეხებოდა, - წერს სოციალურ
ქსელში საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი,
კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარემ გიორგი
გაბუნია.იგი აღნიშნული
პოსტით სვეტიცხოვლის
საკათედრო ტაძარში
სარეაბილიტაციო
სამუშაოების ჩატარების
საკითხს
ეხმიანება.„სამწუხაროდ,
აღნიშნულ სიუჟეტში
წარმოდგენილი ინფორმაცია
არასწორია და ვფიქრობ,
მიზანმიმართულად
ემსახურება საზოგადოების
შეცდომაში შეყვანას, რათა
შემოგვთავაზოს მცდარი
წარმოდგენა ტაძრის
ახლანდელი მდგომარეობის
შესახებ.ობიექტური
რეალობა კი შემდეგია:
სპეციალისტების მიერ
დაუყოვნებლივ დაიწყება
სარეაბილიტაციო
სამუშაოები, რომლებიც
წყლის ჩადინების საფრთხეს
სრულად აღმოფხვრის. გარდა
ამისა, უახლოეს მომავალში
დაიწყება სვეტიცხოვლის
გრძელვადიანი
საკონსერვაციო, კვლევითი
და საპროექტო სამუშაოები,
რაც კიდევ ერთხელ ხაზს
უსვამს ჩვენი მთავრობის
მზრუნველობას კულტურული
მემკვიდრეობის დაცვისა და
აღდგენის
საკითხში.მნიშვნელოვანია,
რომ ამჟამად ტაძარში
არსებულ ფრესკებს არ
ემუქრება არც დაზიანება და
არც სხვა სახის საფრთხე.
წყლის ინფილტრაციის
მიზეზები კი დაუყოვნებლივ
იქნება აღმოფხვრილი“, -
წერს გიორგი გაბუნია.