აქ საუბარია იმაზე, რაზედაც
ჩვენ ამდენი ხანი ისედაც
ვცდილობდით, რომ
საზოგადოებისთვის
აგვეხსნა - საქმე გვაქვს
პირდაპირ რევოლუციისა და
სამოქალაქო არეულობის
დაფინანსებასთან, - ასე
შეაფასა ჟურნალისტებთან
საუბრისას კულტურის
კომიტეტის თავმჯდომარემ,
გიორგი გაბუნიამ სალომე
ზურაბიშვილისა და უჩა
ნანუაშვილის მიერ რუს
„პრანკერებთან“
გაკეთებული
განცხადებები.გიორგი
გაბუნიას თქმით, ის
არასამთავრობო სექტორი,
რომელიც იღებდა ამ
უზარმაზარ ფინანსურ
რესურსებს, გარკვეულწილად
იყო გამტარი იმისთვის, რომ
პოლიტიკურ პარტიებსა და
კონკრეტულ პოლიტიკოსებს
მიეღოთ ეს სოლიდური
დაფინანსება.„აქ საუბარია
იმაზე, რაზეც ჩვენ ამდენი
ხანი ისედაც ვცდილობდით,
რომ საზოგადოებისთვის
აგვეხსნა - საქმე გვაქვს
პირდაპირ რევოლუციისა და
სამოქალაქო არეულობის
დაფინანსებასთან. მათ
შორის, კანონის გვერდის
ავლით, ვინაიდან ისიც უნდა
ითქვას, რომ ქართული
კანონმდებლობით
პოლიტიკური პარტიების
პირდაპირი წესით
დაფინანსება აკრძალულია.
ის არასამთავრობო სექტორი,
რომელიც იღებდა ამ
უზარმაზარ ფინანსურ
რესურსებს, გარკვეულწილად
იყო გამტარი იმისთვის, რომ
პოლიტიკურ პარტიებსა და
კონკრეტულ პოლიტიკოსებს
მიეღოთ ეს სოლიდური
დაფინანსება“, - აღნიშნა
გიორგი გაბუნიამ.სალომე
ზურაბიშვილი და უჩა
ნანუაშვილი რუსი
„პრანკერების“ მახეში
გაებნენ. რუსი
„პრანკერები“ გადაცემა
„ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ,
რომელშიც განაცხადეს, რომ
ამჯერად მათი მიზანი იყო
გარკვეულიყვნენ რა იყო
საქართველოში მიმდინარე
აქციებისა და არეულობის
მიზეზი. ამ მიზნით კი მათ
ზურაბიშვილთან და
ნანუაშვილთან გასაუბრება
გადაწყვიტეს. გადაცემაში
ჩანაწერის ნაწყვეტები
გავიდა.სალომე
ზურაბიშვილს და უჩა
ნანუაშვილის გარი
კასპაროვისა და პეტრო
პოროშენკოს სახელით
დაუკავშირდნენ.ნანუაშვილმა
საუბრისას აღიარა, რომ
უცხოური აგენტების
შესახებ კანონის გამო
დაფინანსება უცხოეთიდან
გართულებულია.