საქართველო ყოველთვის იყო
და არის მოწინავეთა შორის
სახელმწიფოებს
კორუფციასთან ბრძოლის
საქმეში, ეს მაჩვენებლები
გიორგი გაბიტაშვილის
საქმიანობის ეფექტურობაზე
მეტყველებს,გიორგი
გაბიტაშვილი წარმატებული
ხელმძღვანელი იქნება
აუდიტის სამსახურშიც, –
ამის შესახებ პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა,
გია ვოლსკიმ
განაცხადა.მისი თქმით,
აუდიტის სამსახურს
არანაკლები
პასუხისმგებლობა აქვს,
განსაკუთრებით
პარლამენტის
წინაშე.„საერთაშორისო
სავალუტო ფონდისა და
მსოფლიო ბანკის
მონაცემები არსებობს
იმასთან დაკავშირებით, თუ
როგორი რეიტინგები აქვთ
სახელმწიფოებს
კორუფციასთან ბრძოლის
საქმეში. საქართველო
ყოველთვის იყო და არის
მოწინავეთა შორის ამ
წარმატებულ ბრძოლაში.
გიორგი გაბიტაშვილს ამაში
მნიშვნელოვანი და
სერიოზული წვლილი
მოუძღვის. ეს მაჩვენებლები
მისი საქმიანობის
ეფექტურობაზე მეტყველებს.
აუდიტის სამსახურს
არანაკლები
პასუხისმგებლობა აქვს,
განსაკუთრებით
პარლამენტის წინაშე.
წარმატებული გაბიტაშვილი
წარმატებული ხელმძღვანელი
იქნება აუდიტის
სამსახურშიც“, – განაცხადა
გია ვოლსკიმ.