„გილაურის ახსნა, რომ ეს იმისთვის კეთდება, რათა ინვესტიციური კლიმატი გაუმჯობესდეს საქართველოში, იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, მე ვერ დავიჯერებ“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

Primetime.ge 12 საათი წინ 2
„გილაურის ახსნა, რომ ეს იმისთვის კეთდება, რათა ინვესტიციური კლიმატი გაუმჯობესდეს საქართველოში, იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, მე ვერ დავიჯერებ“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი
რა მიზნის მიღწევას ცდილობს ნიკა გილაური ამერიკელი ლობისტების დახმარებით - FARA-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის საგანია."გირჩის" წევრ ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის არადამაჯერებელია ის განმარტება, რომელიც ლობისტური კომპანიის დაქირავების მიზნების შესახებ ნიკა გილაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და რომლის მიხედვითაც, ამ კამპანიის მიზანი ქვეყნის საინვესტიციო მიზიდულობის პოპულარიზაცია იყო."გილაურის ახსნა, რომ ეს იმისთვის კეთდება, რათა ინვესტიციური კლიმატი გაუმჯობესდეს საქართველოში, იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, ცხადია, რომ მე ვერ დავიჯერებ ამას. რადგან მე ამის არ მჯერა, ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს: ყველაფერი შეიძლება იყოს - დაწყებული ჩვეულებრივი პოლიტიკური ლობიზმით, ცალკეული პარტიის სასარგებლოდ, მაგალითად.ქვეყანაში პოლიტიკური ლობიზმი არის აკრძალული, FARA ეხება პოლიტიკურ ლობიზმს. ამიტომ, შეუძლებელია, ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს FARA-სნაირი კანონი შინაარსობრივად, სანამ პოლიტიკური ლობიზმი არ იქნება ლეგალური," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.ნიკა გილაურის კომპანია "რეფორმატიკსი" ლობისტური საქმიანობისთვის ამერიკულ კომპანია Continental Strategy-ის სამართლებრივი, პოლიტიკური და კომუნიკაციის სტრატეგიებზე რჩევებისა და კონსულტაციებისთვის ნახევარ წელიწადში 600 000 დოლარს უხდის. შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი აშშ-ის FARA-ს ოფიციალურ საიტზე არის გამოქვეყნებული.
სრულად წაიკითხეთ სტატია