პარლამენტის განათლების,
მეცნიერების და
ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარემ
გივი მიქანაძემ მეხუთე
საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენციის –
"აკადემიური საზოგადოება
ტრანსნაციონალური
ორგანიზებული დანაშაულის
წინააღმდეგ" გახსნაში
მიიღო
მონაწილეობა.მისასალმებელი
სიტყვით გამოსვლისას გივი
მიქანაძემ კრიმინოლოგიის
როლსა და მნიშვნელობაზე
ისაუბრა. განსაკუთრებული
ყურადღება გაამახვილა
საქართველოში
კრიმინოლოგიის, როგორც
მეცნიერების დარგის
განვითარებაზე და ქართველ
მეცნიერებზე, რომლებმაც ამ
დარგს ჩაუყარეს
საფუძველი."კრიმინოლოგია
სამართლის ერთ-ერთი
ყველაზე დინამიკური და
მნიშვნელოვანი დარგია. ის
სიღრმისეულად შეისწავლის
დანაშაულის გამომწვევ
მიზეზებს, დამნაშავის
ქცევას და გარემო
ფაქტორებს.
კრიმინოლოგიური ანალიზი
მნიშვნელოვანია
დანაშაულის პრევენციის
პოლიტიკის
დასაგეგმად.კრიმინოლოგია
უკვე დიდი ხანია გასცდა
მხოლოდ დანაშაულის
აღწერას - ის ცდილობს
გააანალიზოს მიზეზები,
გამოავლინოს
კანონზომიერებები და
შესთავაზოს საზოგადოებას
ისეთი გადაწყვეტილებები,
რომლებიც ეფექტურ
პრევენციასა და ჰუმანურ
მართლმსაჯულებაზეა
დაფუძნებული.მნიშვნელოვანი
და ამავდროულად
საპასუხისმგებლოა ის
საკითხი, რომ მემკვიდრეობა,
რომელიც დარგში მოღვაწე
მეცნიერებმა დაგვიტოვეს,
გაგრძელდეს ისეთივე
წარმატებით, საერთაშორისო
სტანდარტების დაცვითა და
კვლევაზე დაფუძნებული
მიდგომებით", - განაცხადა
გივი
მიქანაძემ.კონფერენციაზე,
რომელშიც საქართველოდან
და მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნიდან მკვლევრები,
ასევე სამართალდამცავი
სტრუქტურების
წარმომადგენლები
მონაწილეობენ,
განიხილავენ ისეთ
საკითხებს, როგორიცაა:
ტრანსნაციონალური
დანაშაულის ახალი ფორმები,
კიბერდანაშაულისა და
ნარკოტრეფიკის გლობალური
საფრთხეები,
"ქოლ-ცენტრების"
სამართლებრივი შეფასება,
საერთაშორისო
უსაფრთხოება, ფულის
გათეთრება, ადამიანის
ორგანოებით ვაჭრობა და
ხელოვნური ინტელექტის
გამოყენება დანაშაულის
წინააღმდეგ
ბრძოლაში.კონფერენცია
დასრულდება გაეროს
"ტრანსნაციონალური
ორგანიზებული დანაშაულის
წინააღმდეგ" კონვენციის
ეფექტური განხორციელების
მხარდამჭერ სამოქალაქო
საზოგადოების
დეკლარაციასთან
მიერთებით.მეხუთე
საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენცია თემაზე –
"აკადემიური საზოგადოება
ტრანსნაციონალური
ორგანიზებული დანაშაულის
წინააღმდეგ" გრიგოლ
რობაქიძის უნივერსიტეტში
იმართება და საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის
წევრ-კორესპონდენტის,
პროფესორ თინათინ
წერეთლის ხსოვნას
ეძღვნება.ღონისძიების
ორგანიზატორები არიან:
გრიგოლ რობაქიძის
უნივერსიტეტი,
საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემია,
კრიმინოლოგიის
მეცნიერებათა აკადემია და
გაეროს ECOSOC-ის
კონსულტაციური სტატუსის
მქონე ორგანიზაციები.