გიგა ჯოხაძე: რატომ წააგო რუსეთმა უკრაინაში ომი გრძელვადიან პერსპექტივაში იმის მიუხედავადაც კი, შეძლებს თუ არა მოსკოვი ამ დროისთვის დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას

News.ge 4 საათი წინ 3
გიგა ჯოხაძე: რატომ წააგო რუსეთმა უკრაინაში ომი გრძელვადიან პერსპექტივაში იმის მიუხედავადაც კი, შეძლებს თუ არა მოსკოვი ამ დროისთვის დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას
“რატომ წააგო რუსეთმა ში ომი გრძელვადიან პერსპექტივაში იმის მიუხედავადაც კი, შეძლებს თუ არა მოსკოვი ამ დროისთვის დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას:
1. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, უკრაინა შეძლებს ტერიტორიების 80%-ის ეფექტურ კონტროლს, მათ შორის არ დაკარგავს ოდესას და შავ ზღვაზე გასასვლელს, რაც ომის დაწყებამდე ს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი იყო;
2. რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებას. ომის დამთავრების შემდეგაც კი, უკრაინელ ხალხში იმდენად დიდი იქნება მტრის ზიზღი, რომ სავარაუდოდ პრორუსული პლატფორმის მქონე ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს ს მოგებას მომავალი 100 წლის განმავლობაში;
3. უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოდინებული დიდძალი დასავლური კაპიტალი გამოიწვევს უკრაინის აღდგენას, მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ კონტროლირებადი 20% ისევ ჩამორჩენილი იქნება. უკრაინისა და რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის არსებითი სხვაობა, კონტრასტი ცხოვრების ხარისხს შორის რამდენიმე წელშივე შესამჩნევი გახდება;
4. უკრაინა არათუ შეინარჩუნებს 900 000-იან სამხედრო კონტინგენტს, არამედ გაზრდის მას 1.5 მილიონ ჯარისკაცამდე. 2014 წელს უკრაინამ სამშობლოს დასაცავად მხოლოდ 5000 ჯარისკაცის მობილიზება შეძლო, 2022 წლის ომის დაწყებამდე უკრაინის არმია 250 000 საშუალო სტანდარტით შეიარაღებულ და გაწვრთნილ ჯარისკაცს ითვლიდა. დღეს ეს რიცხვი 880 000 მაღალი სტანდარტებით გაწვრთნილ, კბილებამდე შეიარაღებულ ჯარისკაცს შეადგენს. ეს რიცხვი მომავალ წლებში 1.5 მილიონამდე გაიზრდება;
5. დღეს ევროპაში არ არსებობს უკრაინაზე უფრო გამოცდილი არმია. ამ არმიამ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში წარმოუდგენელ გამოწვევებს გაუძლო და რაც მთავარია ადაპტირდა. ადაპტაციის კარგი უნარი და მოქნილობა ომში ყველაზე საჭირო უნარებია;
6. უკრაინა ომის შემდეგაც გააგრძელებს თავდაცვაში ფულის ჩასხმას და სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას. ამ მიმართულებით ბოლო 3 წელში უკრაინამ სინათლის სისწრაფით განვითარება შეძლო. უკრაინა გახდება ევროპის “იარაღის საწყობი”, სადაც დაიწყება ყველა ტიპის იარაღის (ჭურვების, ბალისტიკური რაკეტების, ჯავშატრანსპორტიორების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, FVP დრონების, ყველა კალიბრის ვაზნების და ა.შ.) მასობრივი წარმოება;
7. სავარაუდოა, რომ “სამშვიდობო შეთანხმების” გაფორმების შემთხვევაში (რაც ამ სიტუაციაში უბრალოდ წარმოუდგენელია), უკრაინაში განთავსდება ევროპული სახელმწიფოებისგან დაკომპლექტებული მინიმუმ რამდენიმე ათეულ ათასიანი სამხედრო კონტიგენტი, რაც ცხადია უკრაინის უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნება, თუმცა, სამომავლო რისკებს მნიშვნელოვნად დააზღვევს. თუ არ დათანხმება პუტინი ამ გეგმას, მაშინ სამშვიდობო შეთანხმებაც და ომის დასასრულიც არ იქნება. ასეთი განვითარება მის ინტერესებში შედის თუ არა, არ ვარ დარწმუნებული;
8. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინაში თაობები გაიზრდება რუსების სიძულვილით. ყველაზე ცუდ შემთხვევაში მოძლიერებული უკრაინა დაელოდება რუსეთის კიდევ უფრო დასუსტებას და შანსის გამოყენებას ეცდება. ევროპის ყველაზე ძლიერი არმიის მქონე, კბილებამდე შეიარაღებულ სახელმწიფოს ცხადია ტერიტორიების დაბრუნების მეტი შანსი ექნება, ვიდრე დაუძლურებულ, განადგურებულ, დემილიტარიზებულ ქვეყანას.
აქედან გამომდინარე, პუტინი არ თანხმდება არცერთ სამშვიდობო შემოთავაზებას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით, რადგან ის კარგად ხედავს ამ სცენარის განვითარების შესაძლებლობას,” –  წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია