
,, ლარი რომ 30 წლისაა, რა მერე? ან ამათ რა წვლილი მიუძღვის ლარის დაბადებაში ან აღზრდაში?” – რომან გოცირიძე
ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
,,თვის ბოლოს ეროვნული ბანკი ლარის 30 წლისთავს აღნიშნავს და დიდ წვეულებას მართავს უცხოელების მონაწილეობით. ფულსაც ხარჯავს რა თქმა უნდა მათ დაბინავება-გამასპინძლებაზე(771 ათასი ლარი).
ლარი რომ 30 წლისაა, რა მერე? ან ამათ რა წვლილი მიუძღვის ლარის დაბადებაში ან აღზრდაში? საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება სხვადასხვა ხრიკებს მიმართავს, ვინმე რომ შემოიტყუოს და ამ ღონისძიებასაც პროპაგანდისტულად “ლეგიტიმაციისათვის” გამოიყენებენ.
ოქტომბერში დაბადებულ ლარს დაბადების დღეს მაისის თვეში რატომ უხდიან? იქნებ ვინმემ აგვიხსნას ეს?”