
სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი:
▪️„იყიდება ქართველის ხორცი“ – ეს წარწერა 70 წლის შოთა ლაბარტყავამ სოხუმში, ერთ-ერთი ქარხნის ეზოში ნახა, სადაც ახალგაზრდა კაცი კაუჭით ჰყავდათ ჩამოკიდებული. შევიდა შენობაში, იქ მყოფი ბოევიკები ააფეთქა და თავადაც დაიღუპა.
▪️უცნობი ქალი ორ ნაწილად დაჭრეს და ქალაქის საავადმყოფოში მიიტანეს წერილით: „როგორც ამ გოგოს სხეულს ვერ შეაერთებთ, ისე ვერ გაერთიანდება საქართველო და აფხაზეთი“.
▪️მზია, 23 წლის – ბოევიკებმა გააუპატიურეს და მიაგდეს გონწასული, თვითონ კი შეუდგნენ ქეიფს. გონზე მოსულმა გოგომ ხელთ იგდო მათი ავტომატი და შვიდი მებრძოლიდან 3 მოკლა, 4 კი, დაჭრა.
▪️ანა, 19 წლის – მამის თვალწინ 13-მა მებრძოლმა გააუპატიურა, შემდეგ ორივე ხეზე მიაბეს და დაწვეს.
▪️ლერი – თავი მოჰკვეთეს და ფეხბურთი ითამაშეს.
▪️გიორგი, 40 წლის – ჯერ დაჭრეს, მერე ჭრილობაზე მარილი დააყარეს, ხორცი მოაჭრეს, ფეხსაცმელში ჩაალაგეს და მეუღლეს გაუგზავნეს.
▪️პეტრე, 59 წლის – მოკლეს მეუღლესთან ერთად – ორივეს თავი მოჰკვეთეს და ღორებს მიუგდეს.
▪️მამა ანდრია, 26 წლის – კამანის მონასტრის მღვდელმონაზონი, მონასტერში დახვრიტეს.
▪️ცისია, 30 წლის – მშობლების თვალწინ გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს.
▪️ზაური – მაცივარში შიშველი ჩააგდეს, ტანზე ამოწვეს ვარსკლავი, მოაჭრეს ყურები, გაიყვანეს ზღვის ნაპირზე და დახვრიტეს.
▪️მზია, 37 წლის – გააუპატიურეს ძმის თვალწინ, აწამეს, შემდეგ ძმასთან ერთად დახვრიტეს.
▪️ბოჩია – დახვრიტეს ძმა ჭიჭიკოსთან ერთად და გვამები ღორებს მიუგდეს.
▪️ალექსანდრე, 52 წლის – ცოცხლად დამარხეს ნაგავსაყრელზე.
▪️ელენე, 64 წლის – გააშიშვლეს, დაახრჩვეს და გვამები ნაგავსაყრელზე გადააგდეს.
▪️ნიკოლოზი – მიაბეს ტრაქტორს და ათრიეს ვიდრე არ მოკვდა.
▪️შუქური – ცხედარი დააგდეს ქუჩაში, რომელსაც რამდენიმე დღე ღორები ჭამდნენ.
▪️ნინა, 52 წლის – 1993 წლის 18 აპრილს (აღდგომის დღესასწაულზე) ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ დაწვეს.
ეს რუსების მიერ აფხაზეთში დატრიალებული ჯოჯოხეთის არასრული ჩამონათვალია. მათგან ნაწამები და დახვრეტილი 4321 ადამიანის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არსებობს. 268 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დღეს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა. ყველა იმ ქართველის დედას შე@ეცი, ვინც ამათ ბოდიში მოუხადოს!