2016 წლის საპარლამენტო
არჩევნების დღიდან ვამბობ
და ხელს ვაწერ იმაზე, რასაც
ვამბობ: გიგა ბოკერია იყო
და დღემდე არის რუსი
ივანიშვილის მთავარი და
შეუცვლელი დასაყრდენი
ოპოზიციაში და ამას ვერ
შენიღბავს მისი ცრუ
ვერბალური თავდასხმები
ბიძინასა და მის რეჟიმზე, -
წერს „ნაციონალური
მოძრაობის“ ყოფილი წევრი,
მაია ორჯონიკიძე, სოციალურ
ქსელში.მისი განცხადებით,
სწორედ გიგა ბოკერიამ გაყო
შუაზე „ნაციონალური
მოძრაობა“ 2016 წელს და მანვე
გახადა მიხეილ
სააკაშვილის პოლიტიკური
ბულინგი ტრენდული.„2016 წლის
საპარლამენტო არჩევნების
დღიდან ვამბობ და ხელს
ვაწერ იმაზე, რასაც ვამბობ:
გიგა ბოკერია იყო და დღემდე
არის რუსი ივანიშვილის
მთავარი და შეუცვლელი
დასაყრდენი ოპოზიციაში და
ამას ვერ შენიღბავს მისი
ცრუ ვერბალური
თავდასხმები ბიძინასა და
მის რეჟიმზე. ადამიანი,
რომელსაც მართლა გააჩნდა
ინტელექტუალური ბაგაჟი და
ამით კიდევ უფრო საშიში
გახდა ქართული
სახელმწიფოებრიობისთვის,
უნაკლოდ ასრულებდა
რეჟიმის მთავარ
მითითებებს-გადამწყვეტ 2016
წელს სწორედ მან გაყო შუაზე
ენმ, იმ დროს ერთადერთი
ძლიერი ოპოზიციური პარტია.
სწორედ მან გახადა
ოპოზიციაში ტრენდული
პირადად მიხეილ
სააკაშვილის პოლიტიკური
ბულინგი, რასაც შემდეგ
სხვებიც აჰყვნენ, რაც
პირდაპირ სუსის ნარატივში
ჯდებოდა. გიგა ბოკერია,
რომელიც მიშას შემდეგ
გავლენით ფაქტობრივად
მეორე ადამიანი იყო წინა
ხელისუფლების
დროს-ერთადერთია
იმდროინდელი უმაღლესი
ეშელონიდან, ვინც არათუ
დაკავებული, დაკითხულიც კი
არასოდეს ყოფილა რუსული
რეჟიმის მიერ. ამ დონის
ჩანერგილი ბიძინას სხვა
არავინ ჰყოლია და ვინც ამას
ვერ ხვდება, უბრალოდ
გონებასუსტია. კარგია, რომ
იღვიძებს ხალხი ნელ-ნელა.
ყველაფერს ვერ ვამბობ, რომ
სხვა ადამიანები არ
დავაზიანო სანამ რუსული
რეჟიმია ამ ქვეყანაში,
მაგრამ მაქვს იმის
ფაქტობრივი დადასტურება
რაც ახლა დავწერე. მოვა დრო
და ამას საჯაროდ ვიტყვი“, -
წერს მაია ორჯონიკიძე.