„ყველას ყველაფრის
ეშინოდა. ერთი პერიოდი, 2010-ში
ცოტა მინელებული იყო
პროცესი 2007- 2009 წლის
გამოსვლების შემდეგ და 2011
წელს მათ ტოტალურ
დაშინებას მიაღწიეს“, -
განაცხადა გია ბურჯანაძემ
„ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის პერიოდზე
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26
მაისს მომხდარი და
ადამიანის უფლებების
უხეში დარღვევის ფაქტები
განიხილება.როგორც
ბურჯანაძემ აღნიშნა,
თავისი სამოქალაქო
აქტიურობის გამო, მის
ახლობლებს ბევრი პრობლემა
შეექმნა.„ჩემი სამოქალაქო
აქტიურობის გამო, ჩემს
ახლობლებს ბევრი პრობლემა
შევუქმენი. სამსახურიდან
ხსნიდნენ ადამიანს, ხალხს
ეშინოდა ტელეფონზე
ლაპარაკის. ბიზნესი კი არა,
დახმარების ეშინოდათ,
უბრალოდ პური რომ მოეტანათ
ჩვენთვის. ჩემი მეგობრის
მეუღლეს ჩამოართვეს
მანქანა იმიტომ, რომ
მოდიოდა, მხარს გვიჭერდა.
ეს პრეცედენტი შექმნეს, რომ
ერთი წელი შემდეგ
ჩამკვდარი იყო ყველაფერი
საქართველოში. ტოტალური
შიში იყო“, - განაცხადა გია
ბურჯანაძემ.