საქართველოში ჩატარებული
NDI-სა და IRI-ს ცრუ კვლევების
შედეგი - დასავლელი
მაღალჩინოსნები საერთოდ
არ იცნობენ ქართველთა
განწყობებს და
გვამუნათებენ კანონზე
„ოჯახური ღირებულებებისა
და არასრულწლოვანთა
დაცვის შესახებ, - წერს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე
სოციალურ ქსელში.მისი
განცხადებით, დასავლეთი
რომ არ იცნობს ქართული
საზოგადოების განწყობებს,
ამას მოწმობს ევროპისა და
ევრაზიის საკითხებში
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის
თანაშემწის, ჯეიმს
ო'ბრაიენის და გერმანიის
კანცლერის, ოლაფ შოლცის
განცხადებები.„საქართველოში
ჩატარებული NDI-სა და IRI-ს ცრუ
კვლევების შედეგი -
დასავლელი მაღალჩინოსნები
საერთოდ არ იცნობენ
ქართველთა განწყობებს და
გვამუნათებენ კანონზე
„ოჯახური ღირებულებებისა
და არასრულწლოვანთა
დაცვის შესახებ“.აშშ-ის
ერთ-ერთი ტოპ დიპლომატი
ო’ბრაიენი და გერმანიის
კანცლერი შოლცი
პროპაგანდირებენ ჩვენი
საზოგადოების ინტერესების
საწინააღმდეგოდ - ან
„ქართული ოცნების“
მხარდამჭერი
მრავალრიცხოვანი არმიის
კონსოლიდაციას ახდენენ ან
წარმოდგენა არ აქვთ
საზოგადოების
უმრავლესობის
პრიორიტეტებზე.“ - წერს გია
აბაშიძე.