„იმის გამო, რომ ამერიკის
გადასახადის გადამხდელთა
მიერ დაფინანსებული
სიყალბის გამავრცელებელი
არასამთავრობო
ორგანიზაცია „ისფედი"
როგორმე გამართლდეს,
იდგმება ისეთი უზნეო
ნაბიჯები, რომლებიც
ვერანაირ კრიტიკას ვერ
უძლებენ“-წერს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე
ამერიკის საელჩოს მიერ
სოციალურ ქსელში
გავრცელებული ინფორმაციის
შესახებ, სადაც ასახულია 2020
წლის საპარლამენტო
არჩევნების
შედეგები.ანალიტიკოსის
თქმით, ISFED-მა 2020 წელს ხმების
პარალელური დათვლა
გააყალბა, სხვა ვითომ
არგუმენტები ძალიან
არასერიოზულია ამერიკის
დიპმისიის
მხრიდან.„თავისი
არადიპლომატიური
განცხადებებით, აშშ-ის
საელჩო იქცა პოლიტიკურად
მოდებატე მხარედ, რაც ასევე
უპრეცედენტოა, თანაც
სტრატეგიული პარტნიორობის
ჭრილში. იმის გამო, რომ
ამერიკის გადასახადის
გადამხდელთა მიერ
დაფინანსებული სიყალბის
გამავრცელებელი
არასამთავრობო
ორგანიზაცია „ისფედი"
როგორმე გამართლდეს,
იდგმება ისეთი უზნეო
ნაბიჯები, რომლებიც
ვერანაირ კრიტიკას ვერ
უძლებენ. 2020 წელს ხმების
პარალელური დათვლა
გააყალბა აშშ-ის მიერ
დაფინანსებულმა
არასამთავრობო
ორგანიზაციამ
„სამართლიანი არჩევნები"!
„მაგრამ", „თუმცა," „სხვათა
შორის" და სხვა ვითომ
არგუმენტები ძალიან
არასერიოზულია ამერიკის
დიპმისიის მხრიდან.“-წერს
გია აბაშიძე სოციალურ
ქსელში