გზებზე შეზღუდვა დაწესდა - მიმართულებები, სადაც მოძრაობა აიკრძალა

Primetime.ge 1 დღე წინ 25
გზებზე შეზღუდვა დაწესდა - მიმართულებები, სადაც მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ყინვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.მოძრაობა აიკრძალა ასევე, ახალქალაქი-კარწახისსაავტომობილო გზაზე, სადაც დროებით იზღუდება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებათავისუფალია.აკრძალულია მოძრაობა ახალციხე-ნინოწმინდისსაავტომობილო გზაზეც, სადაც დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებათავისუფალია.
სრულად წაიკითხეთ სტატია