გვიხარია, რომ აშშ-ის
ახალმა ადმინისტრაციამ
არა მხოლოდ ამხილა მავნე
პრაქტიკა, თავადაც დაიწყო
რისკების დაზღვევა, რომ
უცხოურ გავლენას სჭირდება
გამჭვირვალობა, – ამის
შესახებ საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილმა
განაცხადა.პაპუაშვილი
ამერიკულ უნივერსიტეტებში
უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ
დონალდ ტრამპმის
აღმასრულებელ ბრძანებას
გამოეხმაურა.„ბრძენი
ხალხი იყვნენ რომაელები და
მათი გამონათქვამები
არაერთხელ გამიმეორებია –
ის რაც შეეფერება იუპიტერს,
არ შეეფერება ხარს. რა
ვქნათ, ასე არის აწყობილი
გეოპოლიტიკა, დიდ
პატარაობა აქაც არის. ის,
რაც თავისთვის უნდა
ზოგიერთს, სხვისთვის არ
ემეტება. ასე არ იმეტებდნენ
ჩვენთვის რაღაცებს ხან
მოსკოვი, ხან სხვა
დედაქალაქები, მაგრამ ჩვენ
ჩვენს თავს უნდა მივხედოთ.
ამ წნეხსაც ხომ გავუძელით
მაშინ. ყველაზე საინტერესო
ის არის, რომ იგივე
დასახელებით არის, ჰქვია
უცხოური გავლენის
გამჭვირვალობა, ამ
შემთხვევაში სპეციფიკურად
უმაღლეს დაწესებულებებში.
ტერმინოლოგიურადაც კი
იგივეა, რაც ჩვენთან
მოქმედებს, „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონი.
შეგახსენებთ, 2023 წელს ამ
ქართულ კანონს პირველად
რუსული კანონი დაარქვა
ბაიდენის ადმინისტრაციის
ელჩმა, კელი დეგნანმა. მან
თქვა პირველად, მან მოიგონა
ეს ტერმინი და ახალი
ადმინისტრაციის მხრიდან
ახლა უკვე ვიცით, ეს
სქემები როგორ მოქმედებს,
როგორ ერთვებოდა ამაში
იუსეაიდი, ნედი, სხვა
დამფინანსებლები, როგორ
აძლევენ დირექტივებს
„ენჯეოებს“, რომლებსაც
თავად აფინანსებენ, რათა
ძირი გამოუთხარონ სხვა
ქვეყნებში დემოკრატიას,
როგორ აკონტროლებენ
მედიას. სხვათა შორის,
გუშინაც გავრცელდა
ინფორმაცია, ამერიკული
ორგანიზაცია იყო
„ინტერნიუსი“, რომლის
მეშვეობითაც ათასობით
მედია იყო კონტროლის ქვეშ,
რათა გაეტარებინა ის
პროპაგანდისტული ხაზი,
რომელიც მოდიოდა
დამფინანსებლისგან. ასე
რომ, თავის დროზე ამერიკის
შეერთებული შტატების
ყოფილმა ელჩმა შექმნა
ყალბი პროპაგანდისტული
ხაზი. მას უყვარდა ხოლმე
თქმა, სპეცსამსახურების
სახელმძღვანელოდან არისო.
ზუსტადაც რომ
სპეცსამსახურების
სახელმძღვანელოდან
ამოკითხულ სცენარს ჰგავდა
ის ჰიბრიდული ომის
ტაქტიკები, რაც 2023 წელს
ვიხილეთ. აბსოლუტურად
ყალბი ბრალდებების სათავე
იყო ზუსტად აშშ-ის
მაშინდელი ელჩი, რომელმაც
ჯერ კანონპროექტის
სტიგმატიზება მოახდინა,
შემდეგ იუესაიდის თუ სხვა
ასეთი, როგორც დღეს
ამერიკის ხელისუფლება
უწოდებს, თაღლითი
ორგანიზაციების
დაფინანსებით ძალადობრივი
თავდასხმა იყო
პარლამენტზე.გახსოვთ
მაშინ პირველად
საქართველოს ისტორიაში
„მოლოტოვის კოქტეილი“
ესროლეს ადამიანს და
ცოცხლად წვავდნენ
პოლიციელს. 2023 წლიდან
გავიდა ორი წელი და არცერთ
ხმამაღლა მოსაუბრე
დიპლომატს არ დაუგმია
„მოლოტოვის კოქტეილის“
სროლა, პირიქით.
გრიგორიადისი, ადამიანი,
რომელმაც ეს დანაშაული
ჩაიდინა და რომელიც
ადამიანს წვავდა ცოცხლად,
ლამის გმირად
გამოგვიცხადეს.
შეგახსენებთ,
ევროკავშირის, იიდის
დაფინანსებით ორგანიზაცია
„სირცხვილია“ გარდა იმისა,
რომ ამ კრიმინალს რაცხავდა
გმირად, ასევე „მოლოტოვის
კოქტეილის“ სროლას
აცხადებდა, როგორც
პოლიტიკური ბრძოლის
მისაღებ ინსტრუმენტს. ეს
ფინანსდებოდა
ევროკავშირის ბიუჯეტიდან.
ამის შემდეგ არათუ ვინმემ
წუხილი გამოთქვა ან დაგმო
პოლიციელზე თავდასხმა, ან
ბოდიში მოგვიხადა, რომ ამას
აფინანსებდა, პირიქით. ამის
შედეგი არის, რომ 2023 წელს
„მოლოტოვის კოქტეილი“
პირველად საქართველოს
ისტორიაში გავარდა
მიტინგებზე, რომლებიც
რადიკალური ოპოზიციისა და
„ენჯეოების“ მხრიდან იყო
ორგანიზებული.
პროევროპულს ეძახიან და ამ
„პროევროპულ მიტინგზე“
პირველად ისტორიაში რომ
გავარდება „მოლოტოვის
კოქტეილი“, ხომ უნდა
დაფიქრდეს ის, ვისაც
ევროკავშირის პასპორტი
უდევს ჯიბეში, რა
წარმოდგენას ქმნის
ევროკავშირსა და
პროევროპულობაზე,
ქართველი ხალხის თვალში
„მოლოტოვის კოქტეილებს“
რომ უთანაბრებენ ევროპულ
ღირებულებებს. ზუსტად ამ
არდაგმობის შედეგი იყო ის,
რომ ერთი „მოლოტოვის
კოქტეილი“ შარშან,
დეკემბერში იქცა უკვე ათ
„მოლოტოვის კოქტეილად“. ეს
ქმედებები არ დაუგმია
არცერთ ხმამაღლა მოსაუბრე
დიპლომატს, რომლებიც
ქართველი პოლიტიკოსებივით
ლამის ყოველდღიურ
საკითხებს ეხმიანებიან.
იცით რატომ? შემდეგში ერთი
„მოლოტოვის კოქტეილი“
გახდეს 30. შეგახენებთ, რომ
როგორც მაშინ დაშავდნენ
პოლიციელები, ამ ჯერზეც
დაშავდნენ, ერთმა
პოლიციელმა დაკარგა
მხედველობა და ამ ხმამაღლა
მოსაუბრე რომელიმე
დიპლომატმა არც კი იკადრა,
მოენახულებინათ ეს
პოლიციელი ან წუხილი
გამოეთქვათ. ეს აქციები
ორგანიზებული იყო მათ მიერ
დაფინანსებული
ადამიანებისგან. ჩართული
იყვნენ ადამიანები,
რომლებიც მათგან ხელფასს
იღებდნენ. ერთი წუხილიც კი
არ გამოთქვეს ამასთან
დაკავშირებით. ამიტომ
ვფიქრობ, რომ ამ მხრივაც
ყველაფერი გასაგებია.
გვიხარია, რომ ახალმა
ადმინისტრაციამ არა
მხოლოდ ამხილა და აღიარა
მავნე პრაქტიკა, რომლის
გამოყენებითაც ამერიკული
ფული იხარჯებოდა სხვა
ქვეყნებში, სხვისი ძირის
გამოთხრისთვის, არამედ
თავადაც იმ რისკების
დაზღვევა დაიწყო რაზეც
ჩვენ ამდენი წელია
ვსაუბრობთ, რომ უცხოურ
გავლენას სჭირდება
გამჭვირვალობა“, –
განაცხადა
პაპუაშვილმა.როგორც
პაპუაშვილმა აღნიშნა,
ზოგიერთმა დიპლომატმა თუ
უცხოელმა პოლიტიკოსმა
ბოდიში უნდა მოუხადოს
ქართველ ხალხს, რომ ყალბი
პროპაგანდა იყო
წარმოებული საქართველოს
წინააღმდეგ.„როგორც
გამოვიდა ტრამპი და თქვა,
რომ ქალი ქალია და კაცი
კაცი, წერტილი დაუსვა მთელ
პროპაგანდისტულ ხაზს,
რომელსაც წლები
აშენებდნენ, რომ სქესი
არჩევითია და
გემოვნებაზეა
დამოკიდებული.
დარწმუნებული ვარ, ახლა ამ
აქტით, რომ უცხოური
გავლენის გამჭვირვალობა
მნიშვნელოვანია, მათ შორის
ამ შეფასებებით, რომ
დასამალი თუ არაფერი გაქვს,
რატომ არ ასაჯაროებ, ერთი
ერთში იმეორებენ ჩვენს
მიდგომებს. ვფიქრობ, ამითი
ყველაფერს წერტილი დაესვა.
ახლა გამოვიდნენ ისინი,
რომლებმაც „მოლოტოვის
კოქტეილები“, მაშხალები
დატენეს და ისროლეს და
ამასთან დაკავშირებით
თავისი განმარტებები
თქვან. მგონი, ზოგიერთმა
დიპლომატმა თუ უცხოელმა
პოლიტიკოსმა ბოდიშიც უნდა
მოუხადოს ქართველ ხალხს,
რომ ასეთი ყალბი
პროპაგანდა იყო
წარმოებული საქართველოს
წინააღმდეგ“, – აღნიშნა
პაპუაშვილმა.ცნობისთვის,
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ
ტრამპმა ამერიკულ
უნივერსიტეტებში უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ აღმასრულებელ
ბრძანებას ხელი მოაწერა.
ბრძანების მიხედვით, აშშ-ის
განათლების მდივანმა უნდა
უზრუნველყოს ამერიკელი
ხალხისთვის უმაღლესი
განათლების
დაწესებულებებში უცხოური
დაფინანსების შესახებ
ინფორმაციაზე უკეთესი
წვდომა, უნდა მიიღოს
შესაბამისი ზომები, რათა
უნივერსიტეტებს
მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ
უფრო კონკრეტული დეტალები
უცხოური დაფინანსების
შესახებ, მათ შორის,
თანხების რეალური წყარო და
მიზანი.აღნიშნულ
ბრძანებას გამოეხმაურა
ამერიკელი სენატორი ჯიმ
რიში, რომელმაც აღნიშნა:
„მივესალმები ტრამპის
ბრძანებას, რომელიც
აიძულებს უნივერსიტეტებს,
გაასაჯაროონ უცხოური
დაფინანსება, ჩვენ უნდა
მივყვეთ თანხებს, დასამალი
თუ არაფერია, მაშინ რატომ
არის წინააღმდეგობა?“