ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს"
ახალი დირექტორი ჰყავს.
"მედია ჰოლდინგის" ახალ
ხელმძღვანელად რეჟისორი
ბაკურ ბაკურაძე
დაინიშნა.ის
თანამშრომლებს არხის
ყოფილმა დირექტორმა, ვაკო
ავალიანმა წარუდგინა,
რომელიც საქმიანობას
დიპლომატიურ სამსახურში
გააგრძელებს."კეთილი იყოს
ჩემი ფეხი. რაც შეეხება
სამომავლო გეგმებს; მე
ზუსტად ახლა დავიწყებ
დაგეგმვას. რაც შემიძლია
ვთქვა, არის ის, რომ
აგვისტოში დასვენება არ
გველოდება. გველოდება
ცხელი აგვისტო და იმედი
მაქვს, რომ -
მაყურებლისთვის
სასიამოვნო სექტემბერი.
შევხვდით ყველა
მიმართულების
ხელმძღვანელებს. ახლა
დავიწყებ ყველგან
ცალ-ცალკე შეხვედრას. ჩემი
სურვილია, რომ კიდევ უფრო
წინ წავიდეთ. იმედია, ის
ჩანაფიქრები, რომელიც
"რუსთავი 2-თან"
დაკავშირებით მაქვს,
ადგილობრივ,
არაჩვეულებრივ სტაფთან
ერთად, შესრულდება", -
აცხადებს ბაკურ ბაკურაძე.