რუსთავის სასწრაფო
დახმარების ჯგუფმა ორსული
მანქანაში
ამშობიარა.„რუსთავის
რაიონული სამსახურის
ბრიგადამ მანქანაში
მშობიარობა
მიიღო.საჭიროებიდან
გამომდინარე, სასწრაფო
დახმარების ბრიგადები
ზოგჯერ მეზობელ
ფილიალებსაც
ეხმარებიან. რუსთავის
რაიონული სამსახურის მე-4
ბრიგადას გამოძახებაზე
გასვლა მეზობელ რაიონში
მოუწია. გამოძახება
ლოზუნგით-მშობიარობა.ადგილზე
მისულ ბრიგადას ორსული
ქალბატონი მუცლის მოვლითი
ტკივილებით
დახვდა.პარამედიკოსი ანა
კაპანაძის გადმოცემით, მან
მყისიერად შეაფასა
პაციენტის მდგომარეობა და
სწრაფად შეათანხმა
ჰოსპიტალიზაცია.
ტრანსპორტირების პროცესში
მუცლის ტკივილმა იმატა და
დაეწყო მშობიარობა, რის
გამოც საჭირო გახდა
მანქანის შეჩერება და
ბრიგადის წევრების
პროფესიონალიზმის
დამსახურებით დაიბადა
ჯანმრთელი გოგონა,
რომელმაც მაშინვე
იტირა. აღსანიშნავია, ის
ფაქტი რომ ბრიგადის
წევრებისთვის ეს
მანქანაში მშობიარობის
მიღების პირველი
შემთხვევა გახლდათ.დედაც
და ახალშობილიც სტაბილური
მდგომარეობით რუსთავის
ერთ-ერთ სამშობიაროში
იქნენ გადაყვანილნი“, -
წერია გავრცელებულ
ინფორმაციაში.