გვაქვს ძალიან ამბიციური
გეგმა 200 ათასი ახალი
სამუშაო ადგილის
შექმნასთან დაკავშირებით,
რის შედეგადაც 4-პროცენტიან
ნიშნულს ჩამოსცდება
უმუშევრობა ჩვენს
ქვეყანაში, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
დღევანდელ სხდომაზე
განაცხადა.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, შემცირდება
სიღარიბე და 2028 წელისთვის
მაქსიმუმ 150 ათასი იქნება
სიღარიბის ზღვარს მიღმა
მცხოვრები ადამიანების
რაოდენობა.„რაც შეეხება
უმუშევრობას, აქაც გვაქვს
ძალიან ამბიციური გეგმა 200
ათასი ახალი სამუშაო
ადგილის შექმნასთან
დაკავშირებით, რის
შედეგადაც 4-პროცენტიან
ნიშნულს ჩამოსცდება
უმუშევრობა ჩვენს
ქვეყანაში და ამისათვისაც
კონკრეტული გეგმა
არსებობს. სიღარიბეს რაც
შეეხება, მილიონ 120 ათასი
ადამიანი ცხოვრობდა
საქართველოში სიღარიბის
ზღვარს მიღმა 2012 წელს, ეს
მაჩვენებელი უკვე
შემცირებულია 440 ათასამდე.
ჩვენი გეგმის მიხედვით,
მაქსიმუმ 150 ათასი იქნება
სიღარიბის ზღვარს მიღმა
მცხოვრები ადამიანების
რაოდენობა 2028 წელისთვის“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.