თურქეთის აღმოსავლეთით,
მალათიას პროვინციაში
მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის
სტიქიური უბედურებების
შედეგების ლიკვიდაციის
სამმართველოს (AFAD)
ინფორმაციით, მიწისქვეშა
ბიძგების სიმძლავრის
მაგნიტუდა 5,9-ს
შეადგენდა.ევროპის
ხმელთაშუა ზღვის
სეისმოლოგიური ცენტრის
მონაცემებით, მიწისძვრა 6,1
მაგნიტუდის სიმძლავრის
იყო, მისი ეპიცენტრი კი 9
კილომეტრის სიღრმეზე
დაფიქსირდა.ინფორმაცია
ნგრევასა ან
დაზარალებულების შესახებ
ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.