"გირჩის" წევრის,
ალექსანდრე რაქვიაშვილის
თქმით, ნიკა გვარამიას
პარტია, მმართველ გუნდს
ოპოზიციის
დისკრედიტაციაში
ეხმარება. როგორც
რაქვიაშვილმა "დღის
კურიერის" ეთერში აღნიშნა,
თუ "გირჩმა" არჩევნებზე
წარმატებას ვერ მიაღწია,
პოლიტიკურ ველზე მხოლოდ 2
დაპირისპირებული ძალა
დარჩება."გვარამიას
პარტიის წევრები ხშირად
აკეთებენ განცხადებას,
რომელიც პირდაპირ
ეხმარება "ქართულ ოცნებას"
ოპოზიციის
დისკრედიტაციაში. არ
გამოვრიცხავ, რომ, ზოგადად,
ეს პარტია და მისი წევრები
იმიტომაც იღებენ ასეთ დიდ
დაფინანსებას, რომელიც
ღმერთმა იცის, საიდან აქვთ
მიღებული, რომ მერე
ოპოზიცია ასე დააზიანონ.მე,
ზოგადად, იმედი მაქვს, რომ
მშვიდად ჩატარდება
არჩევნები და იმდენ ხმას
მივიღებთ ჩვენ, "გირჩი," რომ
გასაგები იყოს, ჩვენ უნდა
ვიფიქროთ გამდიდრებაზე და
სამართლიანობაზე და არა
ერთმანეთის ლანძღვაზე. თუ
"გირჩი" არ იქნება
წარმატებული, ან "ნაცები"
მოიგებენ" ან "ქოცები," მეტი
ხომ აღარ დარჩა პოლიტიკურ
ველზე არავინ, ნებისმიერ
შემთხვევაში
შურისძიებისკენ და
განადგურებისკენ წავა
საქმე. ჩვენ არ
გვაინტერესებს ეს
"ქოც-ნაცური" ჩხუბი. არ
გვაინტერესებს "ნაცების"
განადგურება და ბიძინა
ივანიშვილის მოსკოვში
გაშვება. ჩვენ გვინდა ერთად
ვიცხოვროთ - ბედნიერად და
მდიდრად," - აღნიშნა
ალექსანდრე რაქვიაშვილმა
"დღის კურიერის" ეთერში.