ნიკა გვარამიას
განცხადება მაკკეინის
ანგარიშის შემდეგ "ქართული
ოცნებისთვის" არის კიდევ
ერთი დასტური, რომ ოპოზიცია
არჩევნების მეორე
დღისთვის
ემზადება."ქართული ოცნების"
გენერალური მდივანი კახა
კალაძე მიიჩნევს, რომ
გვარამიას განცხადება
საინტერესო არ არის და
საზოგადოება რასაც
ფიქრობს არჩევნებზე
აისახება."გვარამიას
განცხადება საინტერესო არ
არის, თუმცა ქართველი ხალხი
რასაც ფიქრობს, ეს
ყველაფერი აისახება
არჩევნებზე და მიიღებს იმ
გადაწყვეტილებას და ყველა
პოლიტიკოსს, პოლიტიკურ
პარტიას, რადიკალიზმს
მიუჩენს შესაბამის ადგილს,"
- აცხადებს "ქართული
ოცნების" გენერალური
მდივანი, კახა
კალაძე.შეგახსენებთ,
პარტია "ახალის"
დამფუძნებელმა და
კოალიცია
"ცვლილებებისთვის" ლიდერმა,
ნიკა გვარამიამ, 26
ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებთან დაკავშირებით
ისაუბრა და აღნიშნა, რომ
არავის აინტერესებს, რას
გამოაცხადებს ცენტრალური
საარჩევნო კომისია,
ვინაიდან იგი სულ იტყუება.