გერმანიის საგარეო
საქმეთა სამინისტროს
ოფიციალურმა
წარმომადგენელმა,
კრისტიან ვაგნერმა
განაცხადა, რომ
საქართველოსთვის
ევროკავშირის კარი ღია
რჩება. ინფორმაციას ამის
შესახებ გერმანული
გამოცემა Deutsche Welle
ავრცელებს.„გერმანიის
მთავრობა საქართველოში
განვითარებულ მოვლენებს
დიდი შეშფოთებით ადევნებს
თვალს. და თუ ქვეყანა
გადაწყვეტს,
მოლაპარაკებების გზას
დაუბრუნდეს, ევროკავშირის
კარი ღია რჩება“, - აღნიშნა
კრისტიან ვაგნერმა.„რაც
შეეხება თბილისში
საპროტესტო აქციებს, ჩანს,
რომ ბევრი მოქალაქე არ
იზიარებს ხელისუფლების
კურსს და აშკარაა, რომ
მოსახლეობის მნიშვნელოვან
ნაწილს სურს ევროკავშირში
გაწევრიანება. ამ
ადამიანებს აქვთ სრული
უფლება გამოვიდნენ
თავიანთი მოთხოვნების
მხარდასაჭერად და
სამართალდამცველი
ორგანოებისგან ველოდებით
თავშეკავებასა და
ძალადობაზე უარს“, -
დასძინა მან.