გერმანელი დეპუტატი მერლე შპელერბერგი: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტი LGBT კანონი, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს მასობრივად ზღუდავს. ეს არის მიუღებელი

Primetime.ge 5 დღის წინ 10
გერმანელი დეპუტატი მერლე შპელერბერგი: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტი LGBT კანონი, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს მასობრივად ზღუდავს. ეს არის მიუღებელი
რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტი LGBT კანონი, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს მასობრივად ზღუდავს. ეს არის მიუღებელი, - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა „მწვანეთა პარტიიდან“ მერლე შპელერბერგმა ბუნდესტაგში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მისი თქმით, არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი მომენტია ამ ყველაფრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.დებატებში მონაწილეობდა ქართველი რადიკალების მხარდაჭერით ცნობილი სოციალ-დემოკრატი მიხაელ როთიც.„მე ვაღიარებ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ერთ დროს სოციალ - დემოკრატიული ოჯახის წევრი იყო. ახლა კი ის „ქართული ოცნებიდან“ ქართულ კოშმარად იქცა. უმცირესობის დამცირება და მათზე მუქარა არ არის ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაში“, - თქვა დებატებზე მიხაელ როთიმ.გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ განხილვა გაიმართა. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ - ასე ჰქვია გერმანიის მმართველი კოალიციის მიერ ბუნდესტაგში 10 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას.დოკუმენტში გაკრიტიკებულია "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონები. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამ კანონებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ მოხდება.რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა. „მემარცხენეების“ პარტიამ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
სრულად წაიკითხეთ სტატია