კანონის მიხედვით,
სახელმწიფო ხელისუფლების
ძალადობრივი დამხობისკენ
მოწოდებები ისჯება
საკმაოდ მკაცრი სასჯელით.
ვერ ვიტყვი, რომ ეს
დამხობისკენ პირდაპირი
მოწოდებაა, მაგრამ ასეთი
მოწოდებიდან ძალადობრივი
დამხობის მოწოდებამდე
ერთი ნაბიჯია, - განაცხადა
ერთიანი ნეიტრალური
საქართველოს ერთ-ერთმა
დამფუძნებელმა, ადვოკატმა
გელა ნიკოლაიშვილმა, რითაც
გამოეხმაურა ქართული
ჯარისადმი მამუკა
ხაზარაძის მოწოდებას, რომ
არ დაემორჩილონ ახალ
პრეზიდენტს.„როდესაც
დაუმორჩილებლობაზეა
საუბარი, როდესაც ძალოვან
სტრუქტურას მოუწოდებ და
ეუბნები, რომ არ
დაემორჩილო, ამის შემდეგი
[ნაბიჯია მოწოდება] რომ
სხვას დაემორჩილე და
იმოქმედე არსებული
ხელისუფლები წინააღმდეგ.
ამიტომ ასეთი მოწოდებების
დროს ძალიან ფრთხილად უნდა
იყოს ნებისმიერი
პოლიტიკოსი, რომ იმ ზღვარზე
არ გაიაროს, რომლის იქით
უკვე არის სისხლის
სამართლის დანაშაული“, -
აღნიშნავს
ნიკოლაიშვილი.კოალიცია
„ძლიერი საქართველოს“
ლიდერი მამუკა ხაზარაძე
ქართულ ჯარს
დაუმორჩილებლობისკენ
მოუწოდებს.