გახარიას პარტიის
წარმომადგენლები ვერ
ელევიან ფულს, პარტიულ
დაფინანსებას,
დეპუტატების
დაფინანსებას, სკამები
პარლამენტში, თუმცა მე
მაინც მინდა, იმედი
დავიტოვო, რომ საქართველოს
პარლამენტში ეს 12
„ნაციონალიც“ არ დარჩება, -
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტებს
განუცხადა.როგორც ირაკლი
კობახიძემ აღნიშნა, 2028 წლის
საპარლამენტო არჩევნებს
ქვეყანა სრულიად სხვა
მოცემულობით უნდა
შეხვდეს.„ეს
მნიშვნელოვანია
იმისათვის, რომ ჩვენი
დემოკრატიული სისტემა
საბოლოოდ გაჯანსაღდეს. 2028
წლისთვის სრულიად სხვა
მოცემულობით უნდა შეხვდეს
ჩვენი ქვეყანა
საპარლამენტო არჩევნებს.
„ნაციონალები“ აღარ უნდა
იყვნენ აქტუალური 2028 წლის
საპარლამენტო
არჩევნებისთვის, მათ შორის
ეს ეხება სააკაშვილის ,
გვარამიას, ხაზარაძის,
გახარიას პარტიას,
უკლებლივ ოთხივე
„ნაციონალურ“ პოლიტიკურ
პარტიას“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.