"გაჭირვებულს ქვა აღმართში
მიეწიაო - სწორედ ასეთი იყო
"კოლექტიური
ნაცმოძრაობისთვის" აშშ-ის
ელჩის მისვლა საგარეო
საქმეთა სამინისტროში," - ეს
განცხადება "ხალხის ძალის"
წევრმა, გურამ
მაჭარაშვილმა
გააკეთა.მისივე თქმით,
საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრ, მაკა
ბოჭორიშვილისა და აშშ-ის
ელჩის, რობინ დანიგანის
შეხვედრამ ყველა
სპეკულაციას "წერტილი
დაუსვა"."დიდი წერტილია
დასმული ნებისმიერ
სპეკულაციაზე - მიიჩნევს,
რომ უკვე უნდა მოხდეს
ურთიერთობების განახლება
საქართველო აშშ-ს შორის.
კოლექტიურ ნაციონალურ
მოძრაობას ერთადერთი რამ
აქვს დარჩენილი - ვინ სად
გადანაწილდება, ვინ
პენსიაზე გავა და ვინ რა
საქმეს მიჰყოფს ხელს, ამაზე
უნდა იფიქრონ," - აცხადებს
გურამ
მაჭარაშვილი.საგარეო
საქმეთა მინისტრი, მაკა
ბოჭორიშვილი საქართველოში
ამერიკის შეერთებული
შტატების საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს, რობინ
დანიგანს გუშინ შეხვდა.