ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის
საბაჟო გამშვებ პუნქტში,
„ფოთისა და ყულევის
პორტები და ფოთის
თავისუფალი ინდუსტრიული
ზონა“, გერმანიიდან და
ეგვიპტიდან შემოტანილი
ქათმის გაყინული ხორცით და
ტკბილი კარტოფილით (ბატატი)
დატვირთული
ავტოსატრანსპორტო
საშუალებები შეჩერდა.
ინფორმაციას ამის შესახებ
შემოსავლების სამსახური
ავრცელებს.კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სასაზღვრო-საკარანტინო
კონტროლის პროცედურების
განხორციელებისას, კერძოდ,
ფიზიკური
შემოწმების/დათვალიერების
დროს ტკბილი კარტოფილის 70%
საკვებად უვარგისი
აღმოჩნდა, რის შედეგადაც
ტვირთი სრულ განადგურებას
დაექვემდებარა.ამასთან,
საბაჟო კონტროლის
ფარგლებში, 27 000 კილოგრამი
ქათმის გაყინული ხორციდან
აღებულ ნიმუშებში,
ლაბორატორიული კვლევის
შედეგად, პათოგენური
მიკროორგანიზმი –
სალმონელა გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019
წლის 20 სექტემბრის №463
დადგენილების
შესაბამისად, აღნიშნული
საქონელი (გაყინული ქათმის
ხორცი) ექსპორტიორ
ქვეყანაში.