2023 წელს, საქართველოში,
ქალებმა სარძევე
ჯირკვალზე 408
პლასტიკური ოპერაცია
ჩაიტარეს, ასევე,
ჩატარდა 1720 ცხვირის
პლასტიკური
ოპერაცია.ამის შესახებ
"ინტერპრესნიუსს“
დაავადებათა
კონტროლისა და
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრიდან
გამოთხოვილი საჯარო
ინფორმაციის
საპასუხოდ
აცნობეს.უფრო
კონკრეტულად,
რინოპლასტიკა 1452-მა
ქალმა და 268 კაცმა
გაიკეთა. რაც შეეხება
ასაკობრივ
გადანაწილებას, ის
შემდეგნაირად
გამოიყურება: 0-4
ასაკობრივი კატეგორია
- 2 ბიჭი და 1 გოგო. 10-14
ასაკობრივი კატეგორია
- 1 გოგო; 15-19 ასაკობრივი
კატეგორია 35 კაცი და 197
ქალი; 20-24 ასაკობრივი
კატეგორია 57 კაცი და 347
ქალი; 25-29 ასაკობრივი
კატეგორია 66 კაცი-281 ქალი;
30-34 ასაკობრივი
კატეგორია 41 კაცი-259 ქალი;
35-39 ასაკობრივი
კატეგორია 44 კაცი - 201 ქალი;
40-44 ასაკობრივი
კატეგორია 13 კაცი - 107 ქალი;
45-49 ასაკობრივი
კატეგორია 7 კაცი - 30 ქალი;
50-54 ასაკობრივი
კატეგორია 3 კაცი - 13 ქალი;
55-59 ასაკობრივი
კატეგორია 7 ქალი; 60-64
ასაკობრივი კატეგორია
5 ქალი; 65-69 ასაკობრივი
კატეგორია 2 ქალი; 70-74
ასაკობრივი კატეგორია
1 ქალი.დოკუმენტის
მიხედვით, სარძევე
ჯირკვალზე ჩატარებული
ოპერაციებიდან 15-19
ასაკობრივ
კატეგორიაში 8
ოპერაცია ჩატარდა; 20-24
ასაკობრივ
კატეგორიაში -32; 25-29
ასაკობრივ
კატეგორიაში - 88; 30-34
ასაკობრივ
კატეგორიაში - 113; 35-39
ასაკობრივ
კატეგორიაში - 79; 40-44
ასაკობრივ
კატეგორიაში - 48; 45-49
ასაკობრივ
კატეგორიაში - 24; 50-54
ასაკობრივ
კატეგორიაში -11; 55-59
ასაკობრივ
კატეგორიაში -4; 60-64
ასაკობრივ
კატეგორიაში -1.რაც
შეეხება პლასტიკურ
ოპერაციებს ნიკაპის ან
ლოყის არეში, როგორც
„ინტერპრესნიუსს“
დაავადებათა
კონტროლისა და
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრიდან
გამოთხოვილი საჯარო
ინფორმაციის
საპასუხოდ აცნობეს,
გასულ წელს ნიკაპის ან
ლოყის არეში 18 ოპერაცია
ჩატარდა.