„გასულ წელს, კონსერვატიულიდან დინამიურ პორტფელში მოსახლეობამ ₾6.5 მლნ-ის საპენსიო აქტივები გადაიტანა“ – ანა ნაჭყებია

News.ge 1 დღე წინ 4
„გასულ წელს, კონსერვატიულიდან დინამიურ პორტფელში მოსახლეობამ ₾6.5 მლნ-ის საპენსიო აქტივები გადაიტანა“ – ანა ნაჭყებია

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს გასული წლის ექვსი თვის ანგარიში მოისმინა. როგორც სხდომაზე მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ განმარტა, პორტფელებს შორის გადანაცვლების დინამიკა დადებითია და გასულ წელს კონსერვატიულიდან დინამიურ პორტფელში მოსახლეობამ 6.5 მილიონი ლარის საპენსიო აქტივები გადაიტანა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, დაბალანსებულ, დინამიურ და კონსერვატიულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა აქტივების განაწილებაა.
დინამიური პორტფელისგან განსხვავებით, კონსერვატიული პორტფელის აქციების 80% ადგილობრივ ბაზარზეა ინვესტირებული, გლობალური აქციების წილი კი მასში დაახლოებით 20%-ია.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წელია გლობალურ ბაზარზე აქციების ფასები იზრდება, რაც საპენსიო სააგენტოს დინამიკურ პორტფელს უფრო მაღალ მომგებიანობას უზრუნველყოფს.
bp.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია