იუსტიციის სამინისტროს
სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტო
გარკვეული კატეგორიის
მოქალაქეებისთვის
მიმდინარე წლის 11
აგვისტოდან პირადობის
ელექტრონულ მოწმობაზე (ID
ბარათი) შეღავათიან ფასად
გაცემის აქციას აცხადებს,
რომელიც 5 სექტემბრამდე
გაგრძელდება.აქციის
მიზანია მოქალაქეების
ელექტრონული დოკუმენტით
უზრუნველყოფა და
საარჩევნო სიების
სრულყოფა.პირადობის
ელექტრონულ მოწმობას
ნახევარ ფასად მიიღებენ:•
სრულწლოვანი მოქალაქეები,
რომლებსაც არასდროს
აუღიათ პირადობის
ელექტრონული მოწმობა;•
სრულწლოვანი მოქალაქეები,
რომლებსაც მოქმედების
ვადის გასვლის გამო
გაუუქმდათ ან მიმდინარე
წლის 5 ოქტომბრამდე
გაუუქმდებათ პირადობის
ელექტრონული მოწმობა და არ
ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ
პასპორტს;• მოქალაქეები,
რომლებსაც 5 ოქტომბრამდე
უსრულდებათ 18 წელი და
მოქმედების ვადის გასვლის
გამო გაუუქმდათ ან 5
ოქტომბრამდე გაუუქმდებათ
პირადობის ელექტრონული
მოწმობა და არ ფლობენ
მოქმედ ბიომეტრიულ
პასპორტს;• მოქალაქეები,
რომლებსაც 5 ოქტომბრამდე
უსრულდებათ 18 წელი და მათზე
გაცემული არ არის
პირადობის ელექტრონული
მოწმობა.აქციის ფარგლებში
პირადობის ელექტრონული
მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს
გაიცემა ნახევარ ფასად,
ხოლო დოკუმენტისთვის
საჭირო ფოტოსურათი უფასო
იქნება.ID ბარათზე
განაცხადის გაკეთება
შესაძლებელია სახელმწიფო
სერვისების განვითარების
სააგენტოს ტერიტორიულ
სამსახურებში, იუსტიციის
სახლის ფილიალებსა და
მობილურ იუსტიციის
სახლებში.