გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, 27
თებერვლამდე დასავლეთ
საქართველოში
შენარჩუნებული იქნება
რთული მეტეოროლოგიური
პირობები: ნალექი, უმეტესად
თოვლის სახით, ზოგან
ძლიერი, ნისლი, ქარბუქი,
გზებზე ლიპყინული,
ელექტროგადამცემ ხაზებზე
შემოყინულობა,
გორაკ-ბორცვიან ზონებში
შესაძლებელია მეწყრული
პროცესების განვითარება.
ქვეყნის მაღალმთიან
რაიონებში ნარჩუნდება
ზვავსაშიშროება.დიდთოვლობის,
ხილვადობის გაუარესების,
ქარბუქის, ლიპყინულის და
ზვავსაშიშროების გამო
საავტომობილო გზების
ცალკეულ მონაკვეთებზე
შესაძლებელია შეიზღუდოს
ტრანსპორტის მოძრაობა
(საფრთხის დონე მაღალი).