გარე ინსტრუქტორებისგან შესაბამის დირექტივებს ელოდებიან და, როგორც ჩანს, ეს დირექტივებიც იგვიანებს - თორნიკე ჭეიშვილი

Primetime.ge 1 თვე წინ 10
გარე ინსტრუქტორებისგან შესაბამის დირექტივებს ელოდებიან და, როგორც ჩანს, ეს დირექტივებიც იგვიანებს - თორნიკე ჭეიშვილი
7 თვეზე ნაკლები რჩება თვითმმართველობის არჩევნებამდე - ამ ეტაპზე, სურათი უცვლელია. მარათონში ჩართვაზე ღიად პოზიტიური პასუხი აქვს მხოლოდ "გირჩს" - პარტიაში აცხადებენ, რომ უკვე მიდის სამზადისი 4 ოქტომბრისთვის.არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს "ნაციონალური მოძრაობა", სადაც მიაჩნიათ, რომ არსებული ადმინისტრაციის პირობებში არჩევნებში მონაწილეობა არ არის გამართლებული როგორც პოლიტიკურად, ასევე პრაგმატულად. რაც შეეხება სხვა პარტიებს - პასუხი "კი" ან "არა" აქ არ აქვთ - ამბობენ, რომ დღეს ეს თემა აქტუალური არაა.რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ვარაუდობს, რომ ოპოზიციას არ აქვს გეგმა და შესაბამის დირექტივებს ელოდება, რომელიც იგვიანებს."გეგმა არის ალბათ ის, რომ ჯერჯერობით მათ გეგმა არა აქვთ და ელოდებიან გარე ინსტრუქტორებისგან შესაბამის დირექტივებს. როგორც ჩანს, ეს დირექტივებიც იგვიანებს. მათ მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები და ზოგადად მთელი ამ წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არის რადიკალური ჯგუფი, რომელსაც აქვს აბსოლუტურად ვიწრო მერკანტილური და არასახელმწიფოებრივი მიზნები და ინტერესები", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია