გარე აქტორების უშედეგო მცდელობაა, რომ საარჩევნო პროცესებში ჩაერიონ და რადიკალურ ოპოზიციას პულსი მისცენ, მსგავს მცდელობებს შედეგი არ აქვს - რატი იონათამიშვილი

Primetime.ge 1 დღე წინ 5
გარე აქტორების უშედეგო მცდელობაა, რომ საარჩევნო პროცესებში ჩაერიონ და რადიკალურ ოპოზიციას პულსი მისცენ, მსგავს მცდელობებს შედეგი არ აქვს - რატი იონათამიშვილი
გარე აქტორების უშედეგო მცდელობაა, რომ საარჩევნო პროცესებში ჩაერიონ და რადიკალურ ოპოზიციას პულსი მისცენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, ცალკეული აქტორები გაკოტრებული ოპოზიციის გამოცოცხლებას ცდილობენ.„გარე აქტორების უშედეგო მცდელობაა, რომ საარჩევნო პროცესებში ჩაერიონ და რადიკალურ ოპოზიციას პულსი მისცენ, რომელიც საზოგადოების თვალში სრულად გაკოტრებულია. სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა ვერ ისწავლეს, რომ მსგავსი მცდელობები უნაყოფოა და მას არანაირი შედეგი არ აქვს. პირიქით, მათი მიზნები კონტრპროდუქტიულია. ფაქტია, რომ რადიკალურ ოპოზიციას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს და უსამართლო განცხადებები მათ რეიტინგზე დადებითად ვერ აისახება. ფაქტია, ცალკეული აქტორები გაკოტრებული ოპოზიციის გამოცოცხლებას ცდილობენ. მათი 20 პროცენტამდე მხარდაჭერა კიდევ უფრო დაბალი იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია