რამდენი თვეა ვაკვირდებით
უცხოეთიდან ზიზღის ენის
კამპანიას, მის
დაფინანსებასა და
მხარდაჭერას. ჩვენ სხვა გზა
არ დაგვრჩენია, გარდა
შესაბამისი რეაგირებისა, -
განაცხადა ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ ლევან
მახაშვილმა.„აქ ჯანსაღ
კრიტიკაზე კი არ არის
საუბარი, აქ საუბარია
პირდაპირ ლანძღვა-გინება,
წყევლა და ის ზიზღის ენა,
რაც ჩვენ გვესმის
პოლიტიკოსების, ვაი
ჟურნალისტების და სხვათა
მხრიდან, როდესაც ასეთი
მასშტაბური იქნება ასეთი
ზიზღის კამპანია, ჩვენ
იძულებულები ვართ
ვუპასუხოთ და შესაბამისი
სამართლებრივი რეაგირება
მოვახდინოთ“, - აღნიშნა
ლევან მახაშვილმა.ფრაქცია
„ქართულმა ოცნებამ“ Facebook-ზე
დაწერილ და გამოთქმულ
შეურაცხმყოფელ ფაქტებზე
შინაგან საქმეთა
სამინისტროს სარჩელით
უკვე მიმართა. უწყებაში
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კონკრეტული მაგალითებია
შეტანილი.