„საქართველოს მხატვართა
კავშირი მწუხარებით
იუწყება რომ, გარდაიცვალა
უხუცესი ღვაწლმოსილი
ხელოვანი, საქართველოს
დამსახურებული მხატვარი
ბეჟან შველიძე.დაკრძალვა:
შაბათს 11 იანვარს – 14
სთ-ზემისამართი: პიკასოს
ქუჩა N 24“, – აღნიშნულია ნანა
ვაშალომიძს პოსტში.ბეჟან
შველიძე 60-იანი წლების
ქართული ფერწერული სკოლის
ერთ-ერთი გამორჩეული
წარმომადგენელია.ის 80-იან
წლებში ხშირად
მონაწილეობდა გამოფენებში
სხვადასხვა მხატვართან
ერთად. პირველი
პერსონალური
გამოფენაც სწორედ ამ
პერიოდში გამართა.ბეჟან
შველიძის ნამუშევრები
დაცულია მოსკოვის
ტრეტიაკოვის
გალერეაში,
საქართველოს კულტურის
სამინისტროს ფონდში,
ქუთაისის სამხატვრო
გალერეასა და
ბერლინის ჰილგემანის
კერძო კოლექციაში.ის
იყო თბილისის აპოლონ
ქუთათელაძის სახელობის
სახელმწიფო სამხატვრო
აკადემიის პროფესორი,
საქართველოს
მხატვართა კავშირის
წევრი და მხატვართა
კავშირის პრემიის
ლაურეატი.