გარდაიცვალა ნუგზარ
ბაგრატიონი-გრუზინსკი.
თუმანიშვილის
კინომსახიობთა თეატრის
ერთ-ერთი დამფუძნებელი და
მოამაგე, მიხეილ
თუმანიშვილის საუკეთესო
მოწაფე და მისი მუდმივი
თანამოაზრე, რეჟისორი და
პედაგოგი, პოეტ პეტრე
გრუზინსკის შვილი,
ბაგრატიონთა
შთამომავალი.თუმანიშვილის
კინომსახიობთა თეატრი
სამძიმარს უცხადებს
ნუგზარ
ბაგრატიონი-გრუზინსკის
ოჯახს, ახლობლებს,
კოლეგებსა და სრულიად
საქართველოს.ნუგზარ
ბაგრატიონი მუშაობდა
საქართველოს ტელევიზიაში
(1975, 1980-1984). 1991-1994 წლებში
ასწავლიდა ხელოვნების
აკადემიაში. 1996-1997 წლებში
იყო გრიბოედოვის თეატრის
მთავარი რეჟისორი; 1997
წლიდან — კინომსახიობთა
თეატრის მთავარი
რეჟისორი.განხორციელებული
დადგმები: მიშელ ფერმოს
„კარებს აჯახუნებენ“,
მიხეილ მრევლიშვილის
„წამება დედოფლისა“, ილია
ჭავჭავაძის „განდეგილი“,
გურამ დოჩანაშვილის
„აღდგენითი სამუშაოები“,
ნოდარ დუმბაძის „ასტვაც
ინჩუ ჰამარ“, გურამ
დოჩანაშვილის „ჰარალეთი,
ჰარალეთი“, გურამ
დოჩანაშვილის „მხოლოდ
ერთი კაცი“, ანზორ
სალუქვაძის „ნანილი“,
გურამ დოჩანაშვილის
„მფრინავი ხვლიკი
ქართულა“ და სხვ.