განსხვავდება თუ არა თავის ტკივილი მაღალი და დაბალი წნევის დროს - ნევროლოგი განმარტავს

Primetime.ge 2 საათი წინ 4
განსხვავდება თუ არა თავის ტკივილი მაღალი და დაბალი წნევის დროს - ნევროლოგი განმარტავს
ნევროლოგი მარინა ჯანელიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, განსხვავდება თუ არა თავის ტკივილი მაღალი და დაბალი წნევის დროს:- წნევა ძალიან ხშირად თავის ტკივილით ვლინდება. როგორც წესი, კეფაში სტკივათ. დაბალი წნევის დროს ადამიანი უფრო გაბრუებულია. ქალები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, დაბალ წნევას ხშირად მიჩვეულები არიან. მაგრამ, რაღაცაზე დაბალი წნევა აუცილებლად გაბრუებას, წონასწორობის დაკარგვასა და თავბრუდახვევას იწვევს. ზოგადად, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ამ რჩევას ყველას ვუზიარებ: ბევრი სითხე უნდა მიიღოთ. წყალი ყველაზე კარგია. პრეპარატების გამოყენებასაც გარკვეული სიფრთხილე უნდა. ხშირად, ვინც წნევის დამწევ პრეპარატებსაა მიჩვეული, ხანდახან არის ხოლმე, რომ ზედმეტი მოსდით და წნევა უქვეითდებათ. ასევე, მეზობლების, ნაცნობების, ახლობლების რჩევით წამლების დალევა ძალიან პოპულარულია.არსებობს სპეციფიკური თავი ტკივილი, რომელსაც ძილის თავის ტკივილი ჰქვია. ასეთ დროს ადამიანს თავის საშინელი ტკივილი აღვიძებს. ასეთ ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში შაკიკი ან სხვა რამ აწუხებთ და ესეც თან ერთვის. ამ დროს, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ერთი ფინჯანი ყავა ძილის წინ, კარგია. ის ძილის თავის ტკივილს შველის. თუ წყნარად ვიძინებთ, მაგრამ ღამით უცებ საშინელი თავის ტკივილი გვაღვიძებს, ასეთ დროს ძილის წინ ერთი ფინჯანი ყავა პრევენციაა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია