ჩინეთიდან საქართველოში
პირველი ტრანსკასპიური
მატარებელი დაიძრა. 24 მაისს,
ქალაქ უჰანიდან
საქართველოს მიმართულებით
სატვირთო მატარებელი
გამოემგზავრა, - წერს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე
სოციალურ ქსელში.მისი
ინფორმაციით, მატარებელი,
რომელოც საქართველოში 18
დღეში ჩამოვა, დატვირთულია
მსუბუქი მექანიკური
აღჭურვილობით,
სასოფლო-სამეურნეო
მანქანებით, სამშენებლო
მასალებითა და სხვა
საქონლით.„ჩინეთიდან
საქართველოში პირველი
ტრანსკასპიური მატარებელი
დაიძრა. 24 მაისს, ქალაქ
უჰანიდან საქართველოს
მიმართულებით სატვირთო
მატარებელი გამოემგზავრა.
მატარებელი დატვირთულია
მსუბუქი მექანიკური
აღჭურვილობით,
სასოფლო-სამეურნეო
მანქანებით, სამშენებლო
მასალებითა და სხვა
საქონლით. მატარებელი
საქართველოში 18 დღეში
ჩამოვა. საქონლის
ტრანსპორტირებისას
გამოიყენება
მულტიმოდალური სქემა:
„რკინიგზა - ზღვა -
რკინიგზა“. შემადგენლობა
ყაზახეთს გაივლის, სადაც
ტვირთი აქტაუს
ნავსადგურში ბორანზე
გადაიტვირთება, შემდეგ
გაივლის კასპიის ზღვას,
საიდანაც ჩავა
აზერბაიჯანის დედაქალაქ
ბაქოში, რის შემდეგაც
საქართველოში, თბილისსა და
ფოთში სარკინიგზო გზით
ჩამოვა. წყარო: CGTN ქართული” -
წერს გია აბაშიძე.