საბოტაჟისა და მტრულ
საქმიანობაში დახმარების
საქმეზე, პროკურატურაში
"ნეიტრალური საქართველოს"
წევრი, ბიძინა გიორგობიანი
გამოიკითხა. ბიძინა
გიორგობიანის გამოკითხვა 4
საათს გაგრძელდა. მან
ჩვენება გუშინაც
მისცა."საქმე არის ძალიან
მოცულობითი - ეს არ არის
რაღაც ერთი კონკრეტული
ადამიანის წინააღმდეგ
შეტანილი საჩივარი, არამედ
ძალიან დიდ პროცესს
მოიცავს ეს - კითხვა არის
ბევრი, ჩვენ გვაქვს ყველა
კითხვაზე არგუმენტები და
პასუხები. გამოძიების
ინტერესებიდან
გამომდინარე, რაიმე
კონკრეტული გვარების
დასახელებისგან თავს
შევიკავებ," - აცხადებს
ბიძინა
გიორგობიანი."ერთიანი
ნეიტრალური მოძრაობის"
მიმართვის საფუძველზე,
პროკურატურამ გამოძიება 8
თებერვალს დაიწყო.
გამოძიების შეკითხვებს
უკვე უპასუხა საჩივრის
სამმა ავტორმა.