„გამოსავალი არის არა მხოლოდ კანონების გამკაცრება, არამედ კომპლექსური, მათ შორის, პრევენციული ღონისძიებები“ - გიორგი კაპანაძე ნარკოპოლიტიკაზე

Primetime.ge 1 თვე წინ 6
„გამოსავალი არის არა მხოლოდ კანონების გამკაცრება, არამედ კომპლექსური, მათ შორის, პრევენციული ღონისძიებები“ - გიორგი კაპანაძე ნარკოპოლიტიკაზე
პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის თქმით, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით სიტუაციის გასაუმჯობესებლად გამოსავალი არა მხოლოდ კანონების გამკაცრება, არამედ კომპლექსური, მათ შორის, პრევენციული ღონისძიებებია."2023 წელს, წინა წელთან შედარებით ნარკოდანაშაული გაიზარდა 20%-ით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ სურს რეალური პრობლემების გადაჭრა ამ სფეროში. გამოსავალი არის არა მხოლოდ კანონების გამკაცრება, არამედ კომპლექსური, მათ შორის, პრევენციული ღონისძიებები", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკაში გაცილებით უფრო ახალი, თანამედროვე და ევროპული მიდგომებია საჭირო, ვიდრე აკრძალვა."ახლა რაღაც ფსევდო აკრძალვებზე გადავიდნენ, მაშინ როდესაც ჩვენ გვჭირდება დასჯიდან მზრუნველობაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე გადასვლა. გვჭირდება გაცილებით უფრო ახალი, თანამედროვე და ევროპული მიდგომები ნარკოპოლიტიკაში", - განაცხადა საბა ბუაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია