გამოგონილი ბრალდებებით ხდება მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენზე საუბარი" - ლევან სანიკიძე სუს-ის ინფორმაციაზე

Primetime.ge 1 საათი წინ 3
გამოგონილი ბრალდებებით ხდება მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენზე საუბარი" - ლევან სანიკიძე სუს-ის ინფორმაციაზე
ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული აუდიო-ვიდეო მასალების შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით, აბსურდულს უწოდებს."ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ არეულობით დაინტერესებული მხოლოდ "ქართული ოცნებაა"."გამოგონილი ბრალდებებით ხდება მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენზე საუბარი. ამ ქვეყანაში თუ ვინმეს სურს რაღაც ტიპის არეულობის შექმნა - ურთიერთდაპირისპირება, შუღლის გაღვივება, ეს არის "ქართული ოცნება", - აცხადებს ლევან სანიკიძე.პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი კი ამბობს, რომ "სუს-ის მიმართ ნდობა ნულის ტოლია.""გვთავაზობენ მრავალსიუჟეტიან, მრავალსერიიან ფილმს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. ნდობა სუს-ის მიმართ არის ნული ტოლი, სამწუხაროდ, ამიტომ რა გითხრათ - ყველაფერს იკადრებენ," - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.შეგახსენებთ, რომ საუბარია სუს-ის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინ, ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, სადაც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება.
სრულად წაიკითხეთ სტატია